დაჯილდოების ცერემონია შროშის კერამიკულ სახელოსნოში გაიმართა.
სამადლობელი სიგელი გადაეცა იმერული თიხის ოსტატს, გელა კოპაძეს, მასტერკლასებში მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის. ღონისძიებაში მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კაკოიშვილი მონაწილეობდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის ფარგლებში, შროშის კერამიკულ სახელოსნოში მეთუნეობის მასტერკლასი, სხვადასხვა საჯარო სკოლის 100 - ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა. "ახალგაზრდები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში, რომლის მიზანია ხალხური რეწვის ტრადიციების შესწავლა და ამავდროულად იმ ადამიანების გაცნობა რომლებიც ქართული კერამიკული ხელოვნების განვითარებას ემსახურებიან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ




