ბათუმს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ახალი ცენტრი და მრავალ ფუნქციური პოლიკლინიკა ახალ შენობებში განთავსდება. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

შენობათა   რკინა-ბეტონის კარკასული ნაწილის  სამუშაოები დასრულებულია. ასევე დასრულებულია  ოთახების, სხვადასხვა დანიშნულებისთვის საჭირო სივრცეების გატიხვრა და პერიმეტრის კედლების ამოყვანა. აქტიურად მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების დაქსელვა და სარემონტო სამუშაოები. დაწყებულია ფასადის მოპირკეთება. სახურავზე კეთდება ჰიდროიზოლაცია,  მიმდინარეობს ვიტრაჟების მოწყობა და კარ-ფანჯრების ჩასმა.


  რესპუბლიკური საავადმყოფოს დამატებით მიშენებულ 4 სართულიან შენობაში განთავსდება დიალიზის სერვისი, ბავშვთა თერაპიისა და ინტენსიური განყოფილებები,  საოპერაციო ბლოკი, კვების ობიექტი, არქივის საცავი, სასტერილიზაციო და აფთიაქის ბლოკი.
ბათუმის N1 პოლიკლინიკის შენობაში რეგისტრატურის, პაციენტთა მოსამზადებელი სივრცის, დიაგნოსტიკური, თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, საორდინატორო  განყოფილებების გარდა, განთავსდება  ლაბორატორია, ადმინისტრაცია, სააქტო დარბაზი და არქივი. ასევე ტექნიკური საწყობები
დასრულებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის შენობაში მოეწყობა ყველა პირობა სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადებისათვის. შენობაში განთავსდება  სასწრაფო დახმარების 9 ბრიგადა, 2 რეფერალური და 3 სეზონური ბრიგადა, ასევე 3 მოტო ბრიგადა; განსაზღვრულია პერსონალის სამორიგეო, სასადილო და მოსასვენებელი სივრცეები. სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა წამლების საწყობი, აფთიაქი და სასტერილიზაციო. შენობაშივე განთავსდება სადისპეჩერო და ადმინისტრაცია. ასევე სასწავლო ცენტრი, სასტუმრო, ტექნიკური ოთახები და საწყობები/
ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრისა და   მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობას, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მეთვალყურეობით ხორციელდება.