მომღერალი კახაბერ ცისკარიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს მონაწილეობის მიღებას.
"გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ კახაბერ ცისკარიძე, პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი ბათუმის მერობაზე.
23, 24 და 25 აგვისტოს, 26 მაისის პარკის შესასვლელთან დაგხვდებით მუსიკით, ღიმილით და ერთი უბრალო თხოვნით, მომიწეროთ ხელი ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატობაზე, რომ ერთად ავაღორძინოთ ჩვენი ქალაქი". - აცხადებს კახაბერ ცისკარიძე ვიდეო მიმართვაში.
შეგახსენებთ, კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში 2017 და 2021 წელსაც მონაწილეობდა.
View this post on Instagram