ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე ტრაგედიით დასრულდა - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა 1 და დაშავდა 1 ადამიანი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.