მასშტაბური სპორტული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 ადგილას გაჩნდება. ყველა სტადიონი იქნება იდენტური პროექტით, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს 7 რეგიონში 23 ლოკაციაზე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მასშტაბური პროექტი მოემსახურება მასობრივი სპორტის განვითარებას და ქვეყანაში ბავშვთა სპორტის ხელშეწყობას.

სამთავრობო პროგრამის მიზანი რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო და სასწავლო პირობების შექმნაა.