გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭელიძე, პარდუბიცეს რეგიონის გუბერნატორის მიწვევით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში განიხილეს გურიასა და პარდუბიცეს რეგიონებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლიდან ერთობლივად განხორციელდება პროექტები განათლების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე გაძლიერდება თანამშრომლობა რეგიონების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად, ჩეხეთში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვახტანგ გველებიანი.