შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში  ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ  მხილებული, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, კახეთის რეგიონში, თვითმომსახურეობის 11 ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში