სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე, ხელბურთის საერთაშორისო შეჯიბრის გახსნით მატჩს დაესწრო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
მილერი ქიშმარიასა და ვახტანგ ხელისუფალის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი სამტრედიაში წელს 21-ედ ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 11, ხოლო მოლდოვიდან, კერძოდ კიშინიოვიდან 1 გუნდი მონაწილეობს.
3-დღიანი სპორტული ღონისძიება 23 ნოემბერს დასრულდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტი პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოებს.




