საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლას ცდილობდა, დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბებია.
დაშავებული მცირეწლოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო თბილისში გადაიყვანეს, ქალი კი საგარეჯოს კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
დღესვე, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ბადიაურში. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომელიც ტრანსპორტში მარტო იმყოფებოდა.
შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.








