სტიქიის შედეგად, დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
,,აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე."- ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.