ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, ქალაში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. როგორც ის აცხადებს, საკუთარი არჩევანი 22 126 ადამიანმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის  24, 57 % -ს შეადგენს. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით ფოთში პარტია  "ქართული ოცნება"ლიდერობს. 

როგორც სალომე როდონაიამ აღნიშნა, ოლქში შესულია 6 საჩივარი და მათი  განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება. 


,,ფოთში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლები ყველა საარჩევნო უბანზე აქტიურობდნენ. მოსულია 22 126 ამომრჩეველი, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 24, 57%-ს შეადგენს. წინასწარი მონაცემებით #70-ე ოლქში "ქართული ოცნება" ლიდერობს. რაც შეეხება საჩივრებს, სულ შემოსულია 6 საჩივარი. მათ შორის არის, როგორც პროცედურული ხასიათის, ასევე სარჩევნო უბბების  გარე პერიმეტრზე ხალხის მობილიზებასა და მიკროვტობუსებთან დაკავშირებული საჩივრები. საოლქო საარჩევნო კომისია მითითებულ ვადებში განიხილავს ამ საჩივრებს და მიიღებს, შესაბამის გადაწყვეტილებას,"- განაცხადა სალომე როდონაიამ.