ბათუმში, "შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშება 2024" ძალისმიერ სამჭიდში და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში გაიმართა. ტურნირში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და რუსეთის გამოცდილი ათლეტები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ შეჯიბრებაზე, წარმატებით იასპარეზა ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბი "ფაზისი 2011"-ის ორმა სპორტსმენმა:
თემურ აბსარიძე (90 კგ. ღია ასაკობრივი კატეგორია) - I ადგილი ორჭიდში (ამოწევა 237.5 კგ; წოლჭიმი 157.5; ორჭიდის ჯამი 395 კგ.)
ნიკა ნადარეიშვილი (100 კგ. 17-19 წლამდე კატეგორია) - II ადგილი ამოწევაში (157.7 კგ)
მწვრთნელი: ლევან გორგოძე; კლუბის ხელმძღვანელი: დავით გულუა.
,,შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშება 2024" ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების და აჭარის ძალისმიერი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. .