თბილისში, ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების (IPSU) ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძალისმიერ სამჭიდში "რკინის ევრაზია".
აღნიშნულ შეჯიბრებაში სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბი "ფაზისი-2011" -ის სპორტსმენებმა.
19 -წლამდე ასაკობრივი კატეგორია:
ანრი გოგუაძე (100 კგ) - I ადგილი, ამოწევა 208 კგ;
ნიკუშა ნადარეიშვილი(90 კგ) - I ადგილი, ამოწევა 150 კგ.
23-წლამდე ასაკობრივი კატეგორია:
ირაკლი დავითაია (70 კგ) - III ადგილი, ამოწევა 187 კგ.
ღია ასაკობრივი კატეგორია:
თემურ აბსარიძე (83 კგ) - I ადგილი,
ორჭიდის ჯამი 390 კგ.
მწვრთნელი: ლევან გორგოძე
კლუბის ხელმძღვანელი: დავით გულუა.