ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, 16 წლის თათია თოდუა  პაკისტანის "Butterfly Wings" გლობალურ მასწავლებელთა კლუბის უვადო წევრი გახდა.

„მოგეხსენებათ საკმაოდ ბევრი ქვეყანა იბრძვის ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად. სამწუხაროდ, პრობლემა დღესაც ძალიან აქტუალურია,ლოკალურ საზღვრებს სცდება და საერთაშორისო მასშტაბებს იძენს. სწორედ ამიტომ აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება. მუდამ მქონდა სურვილი ჩემი შესაძლებლობებისთვის მიმეცა უფრო დიდი და მასშტაბური გასაქანი. ჩემმა შრომამაც ფუჭად არ ჩაიარა და მალევე დავიწყე პაკისტანელ პოეტთან, ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტთან - ანილა ბუხართან პროექტზე მუშაობა. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ მერგო პატივი გავმხდარიყავი “Butterfly wings “ გლობალურ მასწავლებელთა კლუბის უვადო წევრი. გოგონების განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ბავშვთა ქორწინების შეწყვეტისთვის“,- ამბობს თათია თოდუა.