პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში (WPA ვერსიით), სადაც საქართველოს ნაკრების სახელით წარმატებით იასპარეზეს ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი-2011" -ის ორმა სპორტსმენმა:

თემურ აბსარიძე - 90 კგ წონითი კატეგორია: ორჭიდის ჯამი 380 კგ (წოლჭიმი-150 კგ; ამოწევა 230 კგ) - ოქროს მედალი 

ლევან გორგოძე -125 კგ წონითი კატეგორია: ორჭიდის ჯამი 475 კგ (წოლჭიმი-215კგ; ამოწევა 260კგ)- ოქროს მედალი; წოლჭიმი 215 კგ - ვერცხლის მედალი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ, კლუბი ისევ აგრძელებს თავის ტრადიციას და საერთაშორისო შეჯიბრებიდან სპორტსმენები ქვეყანაში უმაღლესი სინჯის მედლებით ბრუნდებიან.