დანიური კომპანიის, Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. უწყების ინფორმაციით, არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
„მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა, თუმცა ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგით, „აპიდრათი“ გააგრძელეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.








