ბათუმის მასშტაბით უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი აქტიურად გრძელდება.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, უნებართვო ჯიხურები გვიან ღამით ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან გაიტანა.
ჯიხურები ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე დასაწყობდა.
პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად მთელ ქალაქს მოიცავს.




