ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სასწავლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული ფოტოსერიები. ნამუშევრები ასახავდა აჭარის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი, მოადგილე სოფიო სანიკიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ზაურ ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა სასწავლო პროგრამის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდას.