აჭარაბეთ არენა თამაშისთვის სისტემატურად მზადაა
აჭარაბეთარენაზე მინდვრის გაახლება საჭიროების შესაბამისად წელიწადში 2-3-ჯერ ხდება.
სხვადასხვა საერთაშორისო დონის თამაშები და შეხვედრები, გარკვეული დონის მაღალი სტანდარტების დაცვას მოითხოვს. მოედნის იდეალურ კონდიციებში ყოფნა მინდვრის საფარის მოკლე პერიოდში აღდგენას ითვალისწინებს.
სისტემატური მოვლის სამუშაოები, ნებისმიერი დონის საერთაშორისო შეხვედრის საჭიროებებს აკმაყოფილოს.
უმაღლესი ხარისხის ბალახი „პოას“ ჯიშისაა და კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია.
აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და სრულად შეესაბამება UEFA-ს სტანდარტებს.
115/71 მეტრიანი ფართობის მოედანი უახლესი ტექნოლოგიებითაა გამართული. დაპროექტებულია სადრენაჟო სისტემები და სანიაღვრე ქსელები. მინდვრის საფარის ზრდის ხელშესაწყობად სტადიონს გააჩნია ასევე ე.წ. ხელოვნური მზე.
მინდვრის მოვლას 7 სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა სისტემატურად ახორციელებს.
ირწყვება და ყოველ მეორე დღეს იკრიჭება გაზონი. თამაშის შემდეგ დაზიანებული მონაკვეთები მუშავდება და შესაბამისი წესით ითესება ახალი ბალახი, რომლის სიჯანსაღეს უზრუნველჰყოფს წვეთოვანი სარწყავი და შესაბამისი მოწყობილობა.
ზაფხულობით, მაღალი ტემპერატურის გამო გახმობის თავიდან ასაცილებლად ზედაპირის გასაგრილებლად 10 მაღალსიჩქარიანი სავინტილაციო ტურბინა მუშაობს. აირაციის მიზნით სისტემატურად ხდება ნიადაგის დაჩხვლეტა.
აჭარაბეთარენას მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე, ჰიბრიდული მინდორი ბუნებრივ ბალახთან ერთად მოეწყო და მის სიმტკიცეს და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველჰყოფს.
აჭარაბეთ არენას სათამაშო მოედნის ჰიბრიდული საფარის მოვლას გამოცდილი საერთაშორისო ბრენდი SISPITCHES-ს ახორციელებს. ანალოგიურ სამუშაოებს კომპანია მსოფლიოს 100-ზე მეტ სტადიონზე აწარმოებს, მათ შორის, ბარსელონას „კამპ ნოუს“ და მილანის „სან სიროს“ სტადიონებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო“.
ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველ პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარის მქონე სტადიონზე შესაბამისი სამუშაოები ყოველწლიურად გაზაფხულზე ხორციელდება. მთელი წლის განმავლობაში მინდვრის იდეალური ფორმის შენარჩუნებასა და მოვლა-შენახვის სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ზედამხედველობს.
#აჭარისპროექტებისმართვისკომპანია