12: 00 საათის მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 7963  მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14.5%-ია. 

"ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ შემოსულა კომისიაში. საარჩევნო პროცესი ყველა უბანში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.,, - განუცხადა "აიპრესს" №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ფარადაშვილმა. 

შეგახსენებთ, საარჩევნო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 43 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს და ხმის მისაცემად ჯამში, 54 949 ამომრჩეველს ელიან. 

10 უბანში ხმის მიცემა ტრადიციული, ხოლო 33-ში ელeქტრონული სისტემით არის შესაძლებელი.