ფოთში თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, გახსნილია ყველა საარჩევნო უბანი. 

10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 3226-მა (7.96%) ამომრჩეველმა დააფიქსირა.

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში, ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: ,,ქართული ოცნება", ,,გახარია საქართველოსთვის", ,,ძლიერი საქართველო - ლელო" და ,,კონსერვატორები საქართველოსთვის".

ცენტრალური საარჩევნო  კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე  275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა - ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია

შეგახსენებთ, დღეს თვითმმართველობის არჩევნებია - საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს