„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილობრივები „ენმ“-ს ერთ-ერთ ლიდერს ანა წითლიძეს და პარტიის სხვა წევრებს ურჩევდნენ დასახლებიდან გასულიყვნენ. მოქალაქეებმა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები გაახსენეს.

"ეს ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები. ერთ-ერთი თეონა ქარდავაა, რომელიც გასულ წელსაც გვესხმოდა თავს. 50-ზე მეტი ადამიანი დაგვესხა თავს, ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტიის წევრებსაც და მეც. რომ არა ადგილობრივი მოსახლეობა, მძიმე ვითარება იქნებოდა. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - ამბობს წითლიძე.