აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა.

პროგრამის ფარგლებში 28 ახალშობილი დაიბადა და ამჟამად 11 წყვილი შვილს ელოდება.

„ალექსანდრე 28-ე ბავშვია, რომელიც უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაიბადა. ძალიან მიხარია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში არა ერთი წყვილი გავახარეთ, დავეხმარეთ მათ, რომ მშობლები გამხდარიყვნენ და მათი ოცნება ასრულებულიყო. მომავალშიც გავაგრძელებთ ყველას მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ გავა წლები, გავა დრო და ყველანი სიამაყით ვიტყვით, რომ მოკრძალებული წვლილი გვაქვს შეტანილი როგორც ადამიანების ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში, ასევე დემოგრაფიის გაუმჯობესებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2024 წელს გაიზარდა პროგრამის „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ ბიუჯეტი და გაფართოვდა მოსარგებლეთა წრე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს.

პროგრამა 2022 წელს დაინერგა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო.