"ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან. მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს" - "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში სპორტსმენების ჩართულობაზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მისთვის სპორტსმენების მიმართ ე.წ. ბულინგი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელთან ერთად, აბსოლუტურად გაუგებარია:
"ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან. მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს. პატრიოტიზმი არის უპირველესი ფაქტორი რატომაც ჩვენ ეს საერთო გადაწყვეტილება მივიღეთ. პარლამენტში ჩვენ გვჭირდება პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც შესტკივათ გული საკუთარ ქვეყანაზე და ეს იყო გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი. ჩემთვის მართლაც შემაშფოთებელია საზოგადოების გარკვეული წრეების ე.წ. ბულინგი, შეურაცხმყოფელი განცხადებები. მგონია, რომ სინამდვილეში ასეთ ადამიანებს არც სპორტზე შესტკივათ გული და არც ქვეყანაზე. იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციას ჰყავდა წარდგენილი გამორჩეული სპორტული მიღწევების მქონე ადამიანები საკუთარ სიაში, ბოლო ასეთი პარლამენტში იყო ოლიმპიური ჩემპიონი კვირკველია. მე არ მახსენდება ჩვენი გუნდის არცერთი წარმომადგენელი, რომელიც პატივისცემით არ ხვდებოდა ამ კაცს. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდა მისი პოლიტიკური კუთვნილება, მაგრამ მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. არ შეიძლება მას ცხოვრების ბოლომდე არ დაუფასო ის დამსახურება, რომელიც აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე.
როცა გამოდიხარ და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მქონეს, მრავალგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს შეურაცხყოფას აყენებ მათი პოლიტიკური არჩევანის გამო, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ არ შეგტკივა გული არც სპორტზე და არც ქვეყანაზე. ჩემთვის ეს დამოკიდებულება არის მიუღებელთან ერთად, აბსოლუტურად გაუგებარი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.