ვერ წარმომიდგენია, როგორ გაგრძელდება სამყაროს განვითარება, თუ დემოკრატები აშშ-ის ხელისუფლებაში დარჩებიან, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზეც და აღნიშნა, რომ "ამგვარი დემარშების უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის არ შეიძლება, როცა ხელისუფლებაში ხარ".
"მე ვერ წარმომიდგენია, როგორ გაგრძელდება სამყაროს განვითარება, არ მინდა მაგაზე ვიფიქრო, თუ დემოკრატები [ხელისუფლებაში დარჩებიან]. ეს ჩემი დამოკიდებულებაა, როგორც პოლიტიკოსის, რომელსაც გამაჩნია ჩემი იდეოლოგია და მე შემიძლია, აქედან გამომდინარე ავხსნა, რატომ მიმაჩნია ეს პოლიტიკური პარტია და მისი იდეოლოგია პრობლემად როგორც ამერიკელებისთვის, ისე - საქართველოსთვის და რატომ მგონია, რომ ამ კონკრეტულ, ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ამერიკაში ასევე შეიცვალოს, რა შანსებს გვაძლევს ეს ჩვენ და როგორ ვხვდებით ამ სიტუაციას.
ჩემმა ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს ჩემი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს, ჩემი აზრით, დემარშების მოწყობის უფლების მიცემა არ შეიძლება საკუთარი თავისთვის, როცა ხელისუფლებაში ხარ," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.