არაპრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ - შეიძლება, ხვალ აშშ-ის ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად იქნებიან შენს ჭკუაზე, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, განაცხადა.
"ასეთი მოვლენა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა, როდესაც, ფაქტობრივად, ხელისუფლების ცვლილების ბრალდება ისმოდეს საქართველოს მხრიდან მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ისინიც პასუხობდნენ ისე, რომ ასანცირებდნენ ქართველ მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს და პრემიერს უუქმებდნენ შეხვედრას. მსგავსი მძიმე სიტუაცია ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულების შემდეგ არასოდეს არ ყოფილა და, მე მგონი, პირველი შემთხვევაა. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე არაპრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლებოდა მიგვეღო. ერთია, შენ არ მოგწონდეს, როგორი იდეოლოგიის ხალხია პარტნიორი ქვეყნის სათავეში, მაგრამ, მეორე მხრივ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა წარმოადგენდეს იქ ხელისუფლებას, შეიძლება, ხვალ მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, უფრო მეტად იქნებიან შენს ჭკუაზე", - განაცხადა მეგრელიშვილმა.