ვფიქრობთ, დავწეროთ საბავშვო წიგნი ქართულ პოლიტიკაზე, რომ გაერკვნენ ვინ ვინ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.  

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავა ჩვენი პარტიული ტელევიზია, რომელიც ერთადერთი მიკერძოებული ტელევიზიაა ქართულ მედია სივრცეში და ჩვენ ვფიქრობთ, ასეთ პროექტზე - დავწეროთ საბავშვო წიგნი ქართულ პოლიტიკაზე და ბავშვებს ხომ არ მოვატყუებთ. ჩვენ გვინდა. მივცემთ საშუალებას, ყველას რომ თავიანთი აზრი გამოთქვან. ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში ადამიანები უფრო ინფორმირებულები მივიდნენ არჩევნებზე. თუ ორ თვეში ჩვენი სატელევიზიო პროექტი გავაკეთეთ, ბოლო თვეს ამ წიგნებს დავარიგებთ ბავშვებისთვის, რომ მშობლებთან ერთად  წაიკითხონ და გაერკვნენ ქართულ პოლიტიკაში ვინ ვინ არის, რა ისტორიით მოძრაობდა ეს ხალხი და არჩევნებზე ინფორმირებულნი მივიდნენ“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.