სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღევანდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის გზავნილები - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ ფერი იცვალა საგარეო კურსთან მიმართებაში, გააცრუა საქართველოს მოქალაქეების იმედი და ზურგი აქცია ქართველი ხალხის ნებას - ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში. ბოლო რამდენიმე თვის და წლის მოვლენებს თუ შევხედავთ, ნამდვილად რთულია თვალი არ გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ დღეს ყველაზე ცხადად ჩანს „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული ოცნების ფერის ცვალება. თუმცაღა ეს არის დიდხნიანი პროცესი, რომელიც უბრალოდ ახლა კიდევ უფრო თვალხილული გახდა ბევრი ადამიანისთვის და სწორედ ამიტომ გაამახვილა ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე. მან მეტიც თქვა, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის გზავნილები, მათ შორის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის სურვილთან დაკავშირებით“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.