„მოსალოდნელია, რომ აშშ-მ მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, აშშ-სგან ქართული ოცნების დეპუტატების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია რომ აშშ-მ მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი. ახლა უკვე არა მოსამართლეების ან პროკურორის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ამით ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმიტომ რომ აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ