ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მთავრობის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ივანიშვილის პარტია ებრძვის და დევნის ქალებს პარლამენტიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან მათ შორის იძულებით ემიგრაციაში და ასევე ებრძვის დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ის ებრძვის ყველა განსხვავებულ აზრს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა მთავრობას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა.
როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავს.