თავად ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებიც კი ღიად ამბობენ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს კოალიციურით,- ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ, არის ის რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ცვლილებები, მათ შორის, თავად ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერებიც კი ღიად ამბობენ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს, კოალიციური მრავალპარტიული მმართველობით. დახურულ ფოკუს ჯგუფებში ეს ჩანს, რომ მათი მხარდამჭერებიც კი ხედავენ, რამდენად პრობლემურია ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა ჩვენი ქვეყნისთვის და რომ შეუძლებელია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ შევინარჩუნებთ ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას"-, განაცხადა თინა ბოკუჩავამ.