მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი არ უნდა იყოს მუდმივი ფორმა, - ამის შესახებ თეონა აქუბარდია მ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. დამოუკიდებელი დეპუტატი ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის, ასეთი ფორმით გამოყენებას არ ეთანხმება.
„ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ შემთხვევაში და ეს რომ ნორმალურია, ამიტომ არის ეს ყველაფერი კანონით დადგენილი. მაგრამ თუ ბოიკოტი ორწლიანია, მაშინ ეს უკვე ბოიკოტი კი არა, შატალოა. ამ მოცემულობაში მე არ ვიზიარებ საერთოდ ასეთი ტიპის შატალოებს არც პარლამენტში, არც სხვაგან“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.