პრეზიდენტი სამართლებრივი სივრციდან გაიყვანეს, რამდენადაც, მათ იმპიჩმენტი წარუმატებლად დაუმთავრდათ, ვერ შეძლეს პრეზიდენტის გადაყენება ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„პრეზიდენტი სამართლებრივი სივრციდან გაიყვანეს. "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა ცივი ომი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ. რამდენადაც, მათ იმპიჩმენტი წარუმატებლად დაუმთავრდათ, ვერ შეძლეს პრეზიდენტის გადაყენება. ახლა უკვე დე ფაქტო პრეზიდენტის რეჟიმში ამყოფებენ სალომე ზურაბიშვილს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების ლიდერების,არც კი ატყობინებენ ამის შესახებ. პრეზიდენტი ტელევიზიით იგებს ასეთი ვიზიტების შესახებ. პრეზიდენტს შეუძლია დადებითი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში