უწესო ჯუჯალარებს, ისევ ხაბეიშვილი ჯობია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გულწრფელობაზე რომ უწესო ჯუჯალარები საუბრობენ, რომლებსაც არცერთხელ ამომრჩევლისთვის არ აუხსნიათ რატომ დატოვეს ის პარტიები, რაც დატოვეს, რატომ გაყიდეს ის პარტნიორები, ვინც გაყიდეს, ისეთი ვულგარული და არაგულწრფელია - მაგას ისევ ხაბეიშვილი ჯობია“,- წერს ჩერგოლეიშვილი.