საკუთარი მანქანა არ დაგუგლა ხაზარაძემ. საკუთარ მანქანაზე გაავრცელა ყალბი ინფორმაცია - კამპანია რაზეც ააგო, იმ მანქანაზე ყვებოდა ტყუილებს და არ გატყდომია. - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ისევ ლელოს არითმეტიკულ უნარებზე ღადაობენ ჩემს ბაბლში.

და მეგობრებო, რა არითმეტიკა?

საკუთარი მანქანა არ დაგუგლა

ხაზარაძემ.

საკუთარ მანქანაზე გაავრცელა ყალბი ინფორმაცია - კამპანია რაზეც ააგო, იმ მანქანაზე ყვებოდა ტყუილებს და არ გატყდომია.

და რა ეკონომიკურ გაანგარიშებებს თხოვთ?

(უბრალოდ ხმა არ მისცეთ და სახლში გაუშვით, არითმეტიკას და

სიტყვის ფასს ეგ ახლა ვეღარ ისწავლის, გვიანია)"

შეგახსენებთ:  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, ამერიკული ფორდ მუსტანგით დაიწყო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა,  სოფლებს ამ მანქანით ჩამოივლის და ამომრჩეველს მარშალის გეგმის შესახებ მოუყვება.