ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვყავს პოპულისტი მთავრობა, რომელიც თავისივე დაპირებების მძევლად იქცა და თავისი აბსურდული, უტოპიური დაპირებების შეუსრულებლობის გადაფარვის მიზნით, მიიღო ისეთი საბანკო რეგულაციები, რომელმაც გაჭირვებულ ხალხს, კიდევ უფრო შეუზღუდა, შედარებით იაფ სესხებთან წვდომა. რაც მეტ რეგულაციას შემოიღებენ და რაც მეტად შეეზღუდებათ ადამიანებს ბანკებში სესხის აღება, მით უფრო იატაკქვეშეთში წავა ეს ყველაფერი, მით უფრო გაუძვირდება და ყველაზე გაჭირვებულ ფენას დაარტყამს ეს ყველაფერი",- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.