თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს არავინ ახსენებს თავის წარსულ შეცდომებს. ყველაფერი, რის გამოც ახლა აღშფოთებულები ვართ, მათი მონაწილეობით მოხდა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს არავინ ახსენებს თავის წარსულ შეცდომებს, არადა ამ გუნდის ნაწილი იყვნენ. ეს ყველაფერი, რის გამოც ყველა ახლა აღშფოთებულები ვართ, მათი მონაწილეობით მოხდა, და რატომ არ ახსენებენ იცით? იმიტომ რომ ყველასთვის გასაგებია, რომ „ნაცებისგან“ განსხვავებით, ესენი თავის გუნდში არ არიან, ანუ ოლიგარქიულ სისტემაში არიან, სადაც მათ არც ძალა ჰქონიათ, არც პასუხისმგებლობა ჰქონიათ და ეს ჟურნალისტებმაც იციან",- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.