სანამ მიწისგან არ აღიგვება ჰამასივით სააკაშვილის და კეზერაშვილის შექმნილი ბარიერები, მანამდე ჭაობში ვიქნებით - წერს გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:
სანამ არ დაინგრევა ის კედლები, რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის თავისუფალ კონკურენციას აფერხებს - ანუ სანამ მიწისგან არ აღიგვება ჰამასივით სააკაშვილის და კეზერაშვილის შექმნილი ხელოვნური ბარიერები, რაც ოპოზიციური პარტიების განვითარებას აფერხებს და განუვითარებლობას ახალისებს, ხარისხს აგდებს და პოლიტიკას შინაარსისგან, ჭკუისგან, ღირსებისგან და პატიოსნებისგან ცლის, მანამდე ჭაობში ვიქნებით. ვინც ამ კედლებს არ ანგრევს, ის ამ ქვეყნის თავისუფლების ფარჩაკი მტერია.
შეგახსენეთ მაინც წმინდა მისიის შესახებ.