ბიძინა ივანიშვილი ბუნებით მტაცებელია. 
მისი მტაცებლური ბუნების ყველაზე დიდი წარმატებაა ქართული სახელმწიფოს მიტაცება. 
მას მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუტი - ამიშ შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 


1. პრეზიდენტი - პრეზიდენტია, იმიტომ რომ ივანიშვილმა მოინდომა
2. მთავრობა/პარლამენტი - ვინც მთავრობაში ან პარლამენტშია, ყველა იმიტომაა რომ ივანიშვილმა მოინდომა
3. სასამართლო - ვინც სასამართლოშია, ყველა იმიტომაა რომ ივანიშვილმა მოინდომა
4. ბიზნესი - მართლმსაჯულება ივანიშვილისაა, საგადასახადო ივანიშვილისაა. რა ენაღვლება? - ვინც მასთან არ იქნება, საერთოდ არ იქნება ბიზნესში 
4. ყველაზე დიდი ოპო ძალა - მათი ბელადი დილეგში ჰყავს და იმას ყველაფრის ფასად სურს გამოსვლა, საჯაროდ სთავაზობდა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის გაჩერებას გათავისუფლების სანაცვლოდ. გათავისუფლებაში სააკაშვილი მისცემს  სულს, სამშობლოს, შვილებს, ჰარემს... 
ამდენად, ივანიშვილს მთავარი ოპო ძალაც მიტაცებული აქვს. 

ივანიშვილის კონტროლს მიღმა არსებული სიმძიმის ცენტრები - საპატრიარქო ბიძინასთანაა, რუსეთი ბიძინასთანაა.
 ბიძინას მიტაცებულს იცავენ, მათ ინტერესშია. 
ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა, რაზედაც ივანიშვილს კონტროლი არ აქვს, არის დასავლეთი. 
ამას უკავშირდება ზუსტად რეჟიმის აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა. 
თუ დასავლეთის გამალებული დემონიზაციის ფონზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო - ჩათვლის რომ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ გაამართლა და დასავლეთიც მიიტაცა. 
ეს მისი, როგორც მტაცებლის, ახალი მიღწევა იქნება.  

ცხადია ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემს, საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანებიდან ამოვა მხოლოდ და ჩვენ ამაზე ბევრი საუბარი მოგვიწევს, რომ ივანიშვილის წარმატების ზიანი გავაკონტროლოთ და ამომრჩეველს ავუხსნათ, რომ რეჟიმი კვლავინდებურად პრობლემად რჩება. 
მაგრამ ივანიშვილის მხრიდან ასე იქნება გაგებული. - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.