ერთმანეთს ებრძვის ორი ძალა, რომლებიც იქ არიან ერთადერთი მიზეზით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს, რამხელა გავლენა აქვს ამ ერთ ადამიანს,- ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ახლა ერთმანეთს ებრძვის და უპირისპირდება ხელისუფლების განშტოებები - ერთი მხრივ, პრეზიდენტი და მეორე მხრივ, მმართველი პარტია და მთავრობა. ამ სიტუაციაში ცამდე მართალი არის პრეზიდენტი და მოეთხოვება მთავრობის ნებართვა ხელშეკრულებას თუ აწერს ხელს, იმაზე კი არ მოეთხოვება, რომ რომელიმე პრეზიდენტს დაურეკოს და დაელაპარაკოს.
პრობლემა იმაშია, რომ ეს აბსურდის თეატრი ყოველ დღე გრძელდება, გეკარგება უკვე მერამდენე აბსურდზე ილაპარაკო. ჩვენ ამას უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ - ერთმანეთს ებრძვის ორი ძალა, რომლებიც იქ არიან ერთადერთი მიზეზით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაუჭირა მხარი.
ეს აჩვენებს, რამხელა გავლენა აქვს ამ ერთ ადამიანს, რომ მის მიერ დანიშნული შტო ებრძვის ერთმანეთს და ამითაა მოცული მთელი ცხოვრება. ამის მიღმა ხდება ის, რომ ეს ბრძოლა მიდის სასამართლოში, რომელსაც ასევე ბიძინა ივანიშვილის აკონტროლებს, მერე შეიძლება გადაინაცვლოს პარლამენტში, რომელსაც ასევე ბიძინა ივანიშვილის აკონტროლებს, ოპოზიციასაც აკონტროლებს იმით, რომ მათი ლიდერი ჰყავთ ჩაკეტილი და შეუძლია იმით ევაჭროს. მე ეჭვი მეპარება, რომ ამით ივაჭროს, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ციხეში ჰყავდეს და 2024 წლის არჩევნებიც ამ სტრატეგიით მოიგოს.
ჩვენ საქმე გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების უპრეცედენტო კონცენტრაციასთან.
ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს. სანამ ეს რეჟიმი არ შეიცვლება, გინდ იმპიჩმენტით, გინდ უიმპიჩმენტოდ, გინდ სტატუსით, გინდ უსტატუსოდ, ჩვენ ამ რუსული ჭაობიდან ვერ ამოვძვრებით, ამაზე სანამ არ მიემართება ფოკუსი, არაფერი გამოვა“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.