უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობს.
უნგრული მედიის თანახმად, 13:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 54,14%-მა, რაც 2022 წლის შესაბამისი დროის მაჩვენებელს 14,13%-ით აღემატება.
ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 8 115 484-ის ტოლია.




