ნინია კაკაბაძე სულელი ხომ არ არის?! რომ დაგუგლოს წაიკითხავს, რომ რასაც კეზერაშვილი აკეთებს, ეს არის კლასიკური ოლიგარქის საქციელი, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„ნინია კაკაბაძემ, რადგანაც სოფო ჯაფარიძე ახსენა, ნინია მხოლოდ ამიტომ გახდა თემა. აბა ნინია კაკაბაძემ დასცინოს კეზერაშვილს, სცადოს, დაჯდეს მე-17 სართულზე და ამხილოს კეზერაშვილი, მოისვრიან და ხელფასი აღარ ექნება. ამიტომ არის ასეთი სასოწარკვეთილი და დაბალ ღობეებს ეძებს, რომ კრიტიკული იყოს. ეს არის სიმართლე. ანუ ნინია კი არ არის თემა, წესებია თემა. ანუ ნინიამ რომ დაიწყოს დაპირისპირება ოლიგარქიასთან, ხომ უნდა ევროპაში წასვლა, დეოლიგარქიზაცია ხომ არის მისი ამოცანა, ანუ სულელი ხომ არ არის, წიგნებს ხომ კითხულობს. რომ დაგუგლოს, წაიკითხავს, რომ რასაც კეზერაშვილი აკეთებს, ეს არის კლასიკური ოლიგარქის საქციელი“,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ნინია კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ეს ქალი „ნაციონალების კუბოზე“, რაღაც ბოლო ლურსმანივით არის“