სააკაშვილთან წინსვლის გზა არის ის, რასაც სოფო ჯაფარიძე აკეთებს, იქნება ეს მისი უხრწნელი ბოტასის ამბორი, თუ ჭორვილაში მიშას ხატით ჩამოვლა. სააკაშვილი ამას სთავაზობს ქართველ ხალხს - პოლიტიკოსებს, რომლებსაც მისი ფეხის ნაბანი წყლის სმა ევალებათ, წინ წასასვლელად, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, ვინც ახლა თავს ესხმით სოფო ჯაფარიძეს, გაითვალისწინეთ, რომ სააკაშვილის დამსახურებით, სოფოს ქმედებები კარიერული წინსვლის გზაა.
სააკაშვილს შეზღუდული აქვს თავისუფალი პოლიტიკური კონკურენცია ოპოზიციურ ველზე მისი რუპორი მედიების მეშვეობთ, იმისთვის რომ სხვა ვერავინ განვითარდეს და ვისაც პოლიტიკური კარიერა სურს, მასთან მივიდეს.
მასთან წინსვლის გზა არის ის რასაც სოფო აკეთებს - ანუ ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ეტყვის.
მნიშვნელობა არ აქვს, ეს სააკაშვილის უხრწნელი ბოტასის ამბორი იქნება, თუ ჭორვილაში მიშას ხატით ჩამოვლა.
სააკაშვილი ამას სთავაზობს ქართველ ხალხს - პოლიტიკოსებს, რომლებსაც მისი ფეხის ნაბანი წყლის სმა ევალებათ, წინ წასასვლელად.
მნიშვნელობა არ აქვს რა შეუძლიათ მათ ქართველი ხალხისთვის.
ხალხის ფასი ნულია.
მთავარია სააკაშვილი ადიდონ.
ასეთ სისტემაში სოფო ჯაფარიძე კი არა, გოლდა მეიერი გაიხრწნებოდა თუ ჩემს გზას არ აირჩევდა.
ამიტომ უნდა დაინგრეს ეს კართაგენი და სისტემურად გადაიტვირთოს პოლიტიკა.
ამას ვიზამთ ჩვენ.
ჩვენ ამ სიმყრალეს დავასრულებთ“,- წერს ჩერგოლეიშვილი.