მელია თავის „მოუშუშებელ ტკივილზე" ტირის - თავმჯდომარეობიდან რომ გაისტუმრა ამომრჩეველმა აი ამაზე საუბრობს, ბრეჟნევივით რატომ არ უნდა ვყოფილიყავიო?! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
ოკუპაციის კანონის მიხედვით , სასწრაფოდ უკან უნდა გააბრუნოთ ეს ვითომ ტურისტად შემოთრეული "რუსული ბინძური ბანდეროლი ". მაგრამ არა, რადგან სამარცხვინო ხელისუფლება ხართ -"არაქართული ოცნება"!ოპოზიციაც სუსტია , ვერა და ვერ გაერთიანდა, ნაწილი იმით არის დაკავებული -ისტერიაში არიან , რომ ვაშაძე შეუერთდა ხაბეიშვილს და ვაი კიდევ უერთდება ხალხიო, წითელი ხაზი თურმე ნაცებია და მინუს ნაცებიო გაჰკივიან, ახლაც ვიღაც პოლიტიკანი ყბედობს ტვ ეთერით და მესმის ,ხაბეიშვილ , ვაშაძეს აკრიტიკებს , რატომ გაერთიანდნენო , ვაახ რა შენი საქმეა, შენც გააკეთე შენი თუ რამე შეგიძლია ....და ამ დროს საქართველოს ცხვირ წინ ,ნაწილ ნაწილ გვართმევენ , თან შეურაცხყოფას გვაყენებენ "აფხაზეთი თქვენგან გადავარჩინეთ- გავათავისუფლეთო" , "თქვენ ერთ-ერთი ჩვენი ,რაღაც რესპუბლიკა ხართო"...... პოლიტიკანები კი " კვლავ რაღაც გადალაგებებზე ბჟუტურებენ ისევ საკუთარ კარში "ლელოს" გატანის მოლოდინში და აქეთ ნიკა მელია თავის "მოუშუშებელ ტკივილზე" ტირის -თავმჯდომარეობიდან რომ გაისტუმრა ამომრჩეველმა აი ამაზე საუბრობს (ბრეჟნევივით რატომ არ უნდა ვყოფილიყავიო?!)......ჰოდა, არა მხოლოდ ჩვენ ოპოზიციას გვეხება ( ყველას ეხება)ჩვენ ყველას ყველას, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, აი ამ "რუსულ ნახალკა" -ნაგავს პასპინძლობა რომ არ გაუწიო და ღვინის მაგივრად ძმარი მიაწოდო ( უცებ არ გაიგოს რა , რას სვამს!)არ უცეკვო კინტოური, ვიღაც ვიგინდარას და თახსირს, შემოთრეულს იმ მიწაზე სისხლში რომ ამოთხვარეს, გააუპატიურეს ქალები, თვალები დათხარეს და თვალი დედას გადააყლაპეს ,ფეხმძიმე ქალები გაფატრეს, ბიჭები ჭაში ჩააცემენტეს !
ჰოდა, პასუხისმგებლობა არსებობს მოქალაქეობრივი თუ ჯაბანი ხალხი არ ვართ რასაკვირველია იმ შემთხვევაში! ჰოდა, მგონია რომ არ ვართ და.........
ფუ შემირცხვენიხართ "არაქართულო ოცნებავ" ფუჰ!“ - წერს ჩარკვიანი.