ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან , ძირძველი მოსახლეობა საქართველოდან გადის - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მართლა მაინტერესებს , გაიკრიფა ხალხი , წარმოუდგენელი ციფრია ემიგრაციაში წამსვლელთა, ტრაგიკულად საგანგაშო, აქ შემოსული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები ყიდულობენ მიწებს, სახლებს, ხსნიან სალონებს, ბათუმში თუ თბილისში თუ სხვაგან ყველა კუთხე-კუნჭულში ..კაფეებს , რესტორნებს, ზოგს პირად საკუთრებაში , ზოგს 50 წლით იღწბენ . ჰოდა ,ქვეყნის გადაბარება და გაჩუქება სხვა რას ჰქვია???!!!! ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან , ძირძველი მოსახლეობა საქართველოდან გადის ანუ როგორც ჩემმა შვილმა ირმამ მითხრა შეძრწუნებულმა, აეროპორტიდან შემოსულმა- "დედა გაოგნებული ვარ, საქართველო საქართველოდან მიდისო". რა ვქნათ ძვირფასებო, უმოქმედოდ ვიყოთ ?!!!!!გავერთიანდეთ!“ - წერს ჩარკვიანი.