„ნაციონალური მოძრაობა“ გადახარისხებულია, მათ ცოცხალი ჩიპი, გიორგი ვაშაძე მიუერთდა - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა წინა საარჩევნოდ პოლიტიკურ ალიანსებზე საუბრისას განაცხადა.
„სანამ არჩევნებამდე მივალთ დასალაგებელია, მანამდე ბრძოლაა მოსაგები. არარეფორმირებული საარჩევნო სისტემაა, იგივე წრეზე შევყვებით ბიძინა ივანიშვილს? სასამართლო და საარჩევნო რეფორმა რომ ჩატარდეს, ამისთვის გავერთიანდეთ.
მე ვეუბნები ოპოზიციას, ვინც ახლა გაერთიანებაზე არ იფიქრებთ, ყველანი ხელისუფლების წისქვილზე ასხამთ წყალს. გავერთიანდეთ, ვიდრე არჩევნებია. მივყვებით ივანიშვილს ამ არჩევნებში? „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუერთდა ვაშაძე, რასაც მივესალმები და მიხარია. ძლივს დავინახე ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს. ძალიან გადახარისხებულია იქაურობა. მათ მიუერთდა ცოცხალი „ჩიპი“, გიორგი ვაშაძე. რას მიიღებს ვაშაძის გაერთიანებით? „ძალა ერთობის“ დროს, რაც მივიღეთ, აქეთკენ მივდივართ.
არასოდეს თავს არ ვაკადრებ, გამორიცხულია რაიმე სიაზე ოდესმე ვილაპარაკო, თუ მე მეტყვით, მიხილავთ თუ არა „გამარჯვების პლატფორმაში“ ? - დიახ, რა თქმა უნდა, „კანონი და სამართალი“, თამარ ჩარკვიანი ამ გაერთიანებაში აუცილებლად იქნება“,- განაცხადა ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის” ეთერში.