თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეს ასევე ჩამოერთვა ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მისი, ასევე მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი.

შეგახსენებთ, 2025 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მიქაუტაძის ადვოკატმა აღკვეთ ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხვოდა, თუმცა მოსამართლე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 21 ივნისს დააკავა