იაგო ხვიჩიამ ორ წამში აფხაზეთი დაუკანონა „წამრთმევს", ახლა ეს სუბიექტი საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტთან ეპატიჟება - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„იაგო ხვიჩიამ ორ წამში აფხაზეთი დაუკანონა "წამრთმევს" განაცხადა :"დაბრუნება რომ მოითხოვონ წართმეულის ,არ იქნება სამართლიანი, რადგან იქ უკვე სხვები დაიბადნენო"ანუ ცხადია გაახმოვანებინეს ეს "რუსული შეთავაზება" ხვიჩიას ( ნეტავ რამდენად და რა ღირს ეს სიბინძურე?!). ჰოდა , ეს სუბიექტი ახლა დგას და საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტთან ეპატიჟება , ნუ ცხადია ვისი დავალებითაც.......... ვინ არის ,ვინც ამას ვერ ხვდება ,ან არ ხვდება?!“- წერს ჩარკვიანი.