"როგორც კი გამოჩნდა ის ქალბატონი თავისი უხამსი ლექსიკით, ვგულისხმობ ჩერგოლეიშვილს, განა ჩერგოლეიშვილს რამე შეუძლია, ამ შემთხვევაში მე მეტად ვადანაშაულებ ქალბატონ სალომეს. იმიტომ, რომ გაკოტრებული პარტიაა, რომელიც ხალხმა გაანულა, ამ ცოლ-ქმარს ნული დაუწერა და შენ რატომ ახდენ მის რეაბილიტაციას? აი, ეს კითხვა მიმინდია ნამდვილი ოპოზიციონერებისთვის, ვინც რუსთაველზე დგანან“,- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს უთანხმოების სხვა მიზეზებიც შეახსენა, მაგალითად, გიორგი გახარიას განცხადება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ გახარია შეთანხმებას სულ დაარღვევს.
თაკო ჩარკვიანმა ასევე თქვა, რომ 99% აქვს ინფორმაცია, რომ „ლელოში“ ლაპარაკია დაწყებული თვითმმართველობის არჩევნებზე.
„შემიძლია ვთქვა, რომ 99% მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ მაინც 1%-ს ვუტოვებ, რაღაც შანსს. იმიტომ, რომ იქ ვიღაცები არიან თვითონ პარტიაში, ძალიან ბევრი ნორმალური ხალხია, მაგრამ, ზოგადად, მევახშის გათავისუფლებული საქართველო არ მგონია, რა ვქნა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
პოლიტიკოსების მიერ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც ასევე გახდა გარკვეული უთანხმოების საკითხი, რაზეც ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ თუ ქუჩაში იქნებოდა ნამდვილი ბრძოლა და გრგვინვა, ანუ 100 000 ადამიანი, მაშინ გირაო არ უნდა გადაიხადონ, ხოლო თუ ქუჩაში საერთოდ არაფერი არ ხდება, რასაც ახლა შვებიან, გაუგებარია, ტყუილად რატომ ჯდებიან ციხეში.