ეროვნულ სასახლეში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა „ტრისტან სიხარულიძე - გურული სიმღერის დიდოსტატი“ ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს - „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (2017), რომელსაც თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული ახლად ჩაწერილი აუდიონიმუშები.
პროექტი საქველმოქმედო ფონდმა „ქართულმა გალობამ“ გალობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.












